ლესა, სოფელი გურიის რეგიონის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ჭინათი). ზ. დ. 20 მ. ლანჩხუთიდან 8 კმ. სოფელზე გადის საავტომობილო მაგისტრალი. 1152 მცხ. (2014).
ლ. წყაროებში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან იხსენიება. აქ იყო გურიელთა ერთ-ერთი საუფლისწულო ცენტრი. XIX ს. I ნახ-ში ლ-ში სასახლე ჰქონდა დათა გურიელს, იქვე დაიბადა და სიყრმის წლები გაატარა მისმა შთამომავალმა, პოეტმა მამია გურიელმა.
ლიტ.: სიხარულიძე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, თბ., 1956.