ლესხულუხე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მარტვილის მუნიციპალიტეტში (სალხინოს თემი), ასხის მასივის დას. კალთაზე, მდ. წაჩხურის (ტეხურის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 310 მ, მარტვილიდან 18 კმ. 167 მცხ. (2014). ლ-ს მიდამოებში არის კარსტული მღვიმე.