ლეუშერისწყალი

ლეუშერისწყალი, ლეუშერი, მდინარე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს ლეჩხუმის ქედის ჩრდ. კალთაზე, 2645 მ სიმაღლეზე; სიგრძე 6 კმ. აუზის ფართობი 9,8 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა – შემოდგომა-ზამთარში. საშ. წყლის ხარჯი – 0,46 მ 3/წმ.