ლექეთი

ლექეთი, უძველესი დასახლებული პუნქტი ისტორიულ ჰერეთში; ამჟამად – სოფელი აზერბაიჯანში (კახის რ-ნი). წყაროებში პირველად მოიხსენიება 1310 ლექართის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოაჩინეს და შეისწავლეს ქრისტ. ეკლესია, ტეტრაკონქი (VII–IX სს.). ვარაუდობენ, რომ ლ. იყო ჰერეთის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970