ლაფეთი, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ორპირის თემი), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ჭალის (წყალწითელას მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 400 მ, ტყიბულიდან 22 კმ, ორპირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ. 35 მცხ. (2014). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს. 70-იან წლებში.