მ., ქართული ანბანის მეთორმეტე (ძვ. ქართულში მეცამეტე) ასო. მისი სახელია „მანი“; გრაფ. სიმბოლო წყვილბაგისმიერი ხშვის მქონე ნაზალური (ცხვირისმიერი) სონორი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა მისი მოხაზულობა წრისა და ხაზების კომბინაციაა. ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. მხედრულში მ. ერთიან მომრგვალებულ კონტურს იძენს. ნუსხური და მხედრული მ. ოთხხაზოვანი სისტემის ზედა სამ ხაზს შორის იწერება. ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ორმოცს (40).
მ-ის გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.