მაანიკვარა

მაანიკვარა, მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს ბზიფის ქედის სამხრ. განშტოებაზე, ზ. დ. 945 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე – 10,9 კმ, აუზის ფართ. – 38,9 კმ 2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს – წყალმოვარდნები. საშ. წლ. ხარჯი – 1,77 მ 3/წმ.

ი. აფხაზავა