მაგანის უღელტეხილი, უღელტეხილი აფხაზეთის არ-ში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ-ების – გრიბზისა (ბზიფის მარჯვ. შენაკადი) და მაგანის (დიდი ლაბის მარცხ. შენაკადი) სათავეებთან, ზ. დ. 2265 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით. შემოსილია სუბალპ. მდელოებით. უღელტეხილზე გადადის საჭაპანო გზა, რ-იც აკავშირებს ბზიფის ხეობას ჩრდ. კავკ. სოფლებთან.
ლ. მარუაშვილი