„მაგთიკომი“ (შპს), ქართულ-ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია. დაფუძნდა 1996 წ. 12 თებერვალს, კომერციული საქმიანობა დაიწყო 1997 წ. 22 სექტემბრიდან. „მ-ის“ მფლობელები არიან ამერ. კომპანიები: International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC. მისი შვილობილი კომპანიაა შპს „დელტაკომი“. „მ-მა“ საქართველოში პირველმა შესსთავაზა მომხმარებელს სრული სატელეკომუნიკაციო სერვისი: მობილური და ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და ტელევიზია. „მ.“ საქართველოს ბაზარზე ლიდერია როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ (ოპტიკურ-ბოჭკოვან) მომსახურებაში და ყველაზე ვრცელი დაფარვის არეალით არის წარმოდგენილი. კომპანია ორიენტირებულია ტექნოლ. ინოვაციებზე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებაზე.
კომპანიის მთავარ ფასეულობათა შორის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქველმოქმედება და კორპორაციული სოც. პასუხისმგებლობა. „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ` – ამ დევიზით „მ-მა“ ასეულობით პროექტი განახორციელა ქართ. კულტურის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად.
„მ.“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. მისი წვლილი ქართ. ეკონომიკაში მნიშვნელოვანია.