მაგრანეთის განძი, VI–VII სს. სასანური და ბიზანტიური ვერცხლის მონეტების განძი (15 ც.). აღმოჩენილია სოფ. მაგრანეთის (თიანეთის მუნიციპ.) განაპირას ერთ–ერთ სათავსში. განძის შემადგენლობა ასეთია: ა) სასანური დრაქმები: სასანელი ხოსრო I-ის (531–579), მოჭრილი ზარანჯსა და ისტახრში – 2 ც.; ჰორმიზდ IV-ის (579–590), მოჭრილი ზარანჯში, არდაშირ–ჰვარესა და სირაიანში – 7 ც., ხოსრო II-ის (590–628), მოჭრილი 578–592 ზარანჯსა და სირაიანში – 2 ც; ბ) ბიზანტიური მონეტები: იმპ. ჰერაკლესი და ჰერაკლე-კონსტანტინესი (610–641) – 4 ც. განძი შეიძლება ჩამარხული იყოს VII ს. II ნახ-ში.
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.