მადა

მადა, მთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამხრ. საქართვ. ვულკანურ ზეგანზე, ჯავახეთის ქედის დას. კალთის ძირში, მადათაფის ტბის ჩრდ-ით. ზ. დ. 2713 მ. მთა გუმბათის ფორმისაა. აგებულია ნეოგენური ანდეზიტ-დაციტებით, ზედაპირი დაფარულია ლოდნარითა და ალპ. მდელოებით.

 ლ. მარუაშვილი