მადათაფა, ტბა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკ. მთიანეთის სამხრ.-აღმ. ნაწილში, ზ. დ. 2108 მ. ზედაპირის ფართობია 8,78 კმ 2, აუზის ფართ. – 136 კმ 2, უდიდესი სიღრმე – 1,7 მ, წყლის მოცულობა – 9,7 მლნ მ 3. ქვაბული წარმოიქმნა ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში – დაბალი. ტბიდან გაედინება მდ. მადათაფა. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც წყლის დონე მკვეთრად ცვალებადობს. წყლის ტემპ. ზაფხულში 17–18 0 C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბაში თევზი არ არის, ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი.
ი. აფხაზავა