მადათოვი ვალერიან (როსტომ) გრიგოლის ძე [1782, შუშა (სომხეთი), – 4. IX. 1829, ბულგარეთი. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1826), რუსეთ-ირანის (1826–28), რუსეთ-ოსმალეთის (1828–29), რუს. სამამულო (1812) ომების მონაწილე. ქართული ცალკეული კორპუსის (1816-იდან), მე-3 ჰუსართა დივიზიის (1828-იდან) მეთაური. 1814 მიიღო გენ.-მ-ის წოდება. XIX ს-ში თბილისში, მდ. მტკვარზე შეიძინა კუნძული, რ-იც შემდეგ მის სახელს ატარებდა (იხ. ორბელიანების კუნძული).
ლ. დოლიძე