მადიჩი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (6. X. 1922, თბილისი, – 28. VIII. 2003, იქვე), ონკოლოგი, მამოლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში; საქართვ. სამედ.-სოც. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1998), მედ. მეცნ. კანდიდატი (1959), პროფესორი (1994), საქართვ. დამს. ექიმი (1959).
1947 დაამთავრა თსსი. 1951–52 იყო თბილ. ონკოდისპანსერის მთ. ექიმი. 1970–77 განაგებდა თავისსავე დაარსებულ მამოლოგიურ განყ-ბას. ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრში 1990–94 ხელმძღვანელობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ონკოლოგიის კურსს, ხოლო 1994–2000 იყო კათედრის გამგე. 2011–15 კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი მის სახელს ატარებდა.
მ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება თეორიული და პრაქტიკული ონკოლოგიის აქტ. საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).