მადნეულის სპილენძ-პოლიმეტალის საბადო

მადნეულის სპილენძ-პოლიმეტალის საბადო, მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კაზრეთის მახლობლად. საბადოს შესწავლა დაიწყო XX ს. 40-იან წლებში. აქ ხდებოდა სპილენძ-ბარიტის მადნების მოპოვება, პირველადი გადამუშავება, გამდიდრება და რეალიზაცია. მოგვიანებით კი დაიწყო ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტების მადნების მოპოვება, გამოდნობა და რეალიზაცია. იხ. აგრეთვე მადნეულის ოქრო – სპილენძ-პოლიმეტალის საბადო.