მაევსკი გიორგი სტანისლავის ძე [14 (27). IV. 1911, სოფ. ზემო ჩოჩეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 7. VII. 1977, თბილისი], ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1951; სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად), საქ. სსრ დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა კიევის სამშენებლო ინ-ტი (1931) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ხრამჰესის მშენებლობაზე. იყო ენგურჰესის მშენებლობის უფროსის მოადგილე (1967-იდან), მუშაობდა სამგორჰესის, მინგეჩაურჰესის (აზერბ.) და ჟინვალჰესის მშენებლობებზე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.