მავრიკიოსი

მავრიკიოსი (Maurikios) (539–602), ბიზანტიის იმპერატორი (582–602). 591 მიეხმარა ირანის შაჰ ხოსრო II-ს აჯანყების ჩახშობაში, სამაგიეროდ ხოსრო II-მ ბიზანტიის იმპერატორს დაუთმო სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი თბილისამდე. ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მ-ისგან პატრიკიოსის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული მიიღო, მისი სახლის უფლისწულებს – ძმას (დემეტრე) და შვილს (ადარნასე) ვიპატოსის, ხოლო შვილიშვილს (ქობულ-სტეფანოზი) სტრატილატის ტიტულები უბოძა.

ლიტ.: ბოგვერაძე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI–VIII სს-ში, წგ.:საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 2, თბ., 1999.