მაზანდარის მღვიმე, მღვიმე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფ. მაზანდარაში, მდ. ჭანისწყლის (მდ. ხობის მარჯვ. შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზ. დ. 260 მ. გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის სუსტად შეცემენტებულ კონგლომერატებში. მღვიმე დახშულია, სიგრძე 20 მ. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები, მექანიკური ნალექებიდან – წვრილმარცვლოვანი თიხა-ქვიშის ფენა ფსკერზე. მღვიმის შესასვლელში ტემპ-რაა 19,7 0 C, ბოლოში კი – 14,6 0 C; ჰაერის შეფარდებითი სინოტივე – 98%. გამოედინება მცირედებიტიანი ნაკადი. მღვიმეში შეღწევა ადვილია.