მაზერის ქედი, მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრ. განშტოების – უშბის მასივის დას. დაბოლოებაზე, მდ-ების – დოლრაჭალისა და გულიჭალის (ენგურის აუზი) წყალგამყოფი. ქედის უმაღლესი მწვერვალია მაზერი (ზ. დ. 3900 მ). ქედის ჩრდ. კალთაზე არის პატარა მყინვარი, რ-იც უშბის მყინვარს ასაზრდოებს. ქედის სამხრ. კალთის ქვემო ნაწილი შემოსილია ალპ. მდელოებით, ხოლო თხემი წარმოდგენილია სუბნივალური ლანდშაფტით.
მ. უთმელიძე