მაზიადიდები, მაზიადიტები, იაზიდიდები

მაზიადიდები, მაზიადიტები, იაზიდიდები (799 – XI ს. I ნახ.), არაბი მმართველების დინასტია შირვანში, დამაარსებელი – იაზიდ იბნ მაზიად ალ-შაიბანი. მისმა მემკვიდრეებმა ისარგებლეს სახალიფოს დასუსტებით, შირვანი სამემკვიდრეო სამფლობელოდ გადააქციეს და 861 თავი შირვანშაჰებად გამოაცხადეს. IX ს-ში მ. არანსაც (კავკ. ალბანეთი) დაეუფლნენ. ისინი განსაკუთრებით გაძლიერდნენ X ს-ში, როცა თავიანთი ძალაუფლება განავრცეს შაქის, ნაწილობრივ სამხრ.-აღმ. დაღესტნისა და თაბასარანის მფლობელებზე.