მაზმიშვილი აბრამ ივანეს ძე

მაზმიშვილი აბრამ ივანეს ძე [6 (18). X. 1898, თბილისი, – 5. X. 1978, მოსკოვი], გეოდეზისტი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1958). პროფესორი (1950). 1930 დაამთავრა მოსკოვის სამიჯნო ინ-ტი. 1932-იდან იყო სხვადასხვა სამეცნ. დაწესებულების, მ.შ. მოსკოვის გეოდ. ინ-ტის (1936-იდან მოსკ. გეოდ. აეროფოტოაგეგმვისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა ინ-ტი) დირექტორი და გეოდეზიის კათედრის გამგე. 1952-იდან კითხულობდა ლექციებს მოსკ. სამთო ინ-ტში. მ-ის სამეცნ. ნაშრომებიდან აღსანიშნავია ფუნდამენტური გამოკვლევა უმცირეს კვადრატთა მეთოდის შესახებ (1-ელი გამოც. მ.,1968).

დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით.