მაზმიშვილი გიორგი სერგოს ძე (დ. 2. I. 1966, თბილისი), გენერალ-მაიორი (2009). საინჟინრო მეცნ. დოქტორი (2010). დაამთავრა სპი-ის საინჟინრო-ფიზიკის ფაკ-ტი (1988). 1989-იდან მუშაობდა ინჟინრად იმავე ინ-ტის სტრუქტურული კვლევის ცენტრში, 1992 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროში ოფიცერ-სპეციალისტად. 1994-იდან საქართვ. უშიშროების სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მ. შ. იყო სამმართველოს (2001–03), დეპარტამენტის (2003–05), საქართვ. შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მთ. სამმართველოს (2005–08) უფროსი; საქართვ. შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი (2008–12). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები (1996–2002). არის ომის ვეტერანი.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II (2008) და I ხარისხის (ორგზის 2010, ოქტ., დეკ.) ორდენებით.
ლ. დოლიძე