მაზმიშვილი ზაზა ნოდარის ძე

მაზმიშვილი ზაზა ნოდარის ძე (დ. 30. VII. 1963, თბილისი), გენერალ-მაიორი (1999). დაამთავრა სპი-ის სატრანსპორტო ფაკ-ტი (1986). 1988-იდან სახელმწ. უშიშროების ორგანოების თანამშრომელია. მუშაობდა საინფორმაციო სადაზვერვო (1991–93), სახელმწ. დაცვის სპეც. (1994–98) სამსახურებში. იყო საქართვ. სუს-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (1998–99), სამხედრო კონტრდაზვერვის (1999–2004) სამსახურების უფროსი. შსს-ს სახელმწ. უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცერი უშიშროების საკითხებში, სამმართველოს უფროსი (2013-იდან).

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002).

ლ. დოლიძე