მათემატიკური ანალიზი, ერთობლიობა მათემატიკის დარგებისა, რომელთა მიზანია ფუნქციების კვლევა უსასრულოდ მცირეთა მეთოდებით. მ. ა-ს საფუძველი ჩაეყარა ი. ნიუტონის, გ. ლაიბნიცის, ლ. ეილერის და XVII–XVIII სს-ში მოღვაწე სხვა მათემატიკოსთა ნაშრომებში. მ. ა. ზღვრის ცნების მეშვეობით დამკვიდრდა XIX ს-იდან (იხ. დიფერენციალური აღრიცხვა და ინტეგრალური აღრიცხვა).
XX ს-ში მ. ა-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მათემატიკოსებმა: ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ი. ვეკუამ, ა. ბიწაძემ და სხვ.
იხ. აგრეთვე სტ. მათემატიკა.