მათეშვილი გიორგი იოსების ძე (17. XI. 1900, სოფ. მაღარო, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 23. XI. 1973, თბილისი), კარდიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960).
1926 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1935 მუშაობდა თსსი-ის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში, 1941–42 იყო 44-ე არმიის მთ. თერაპევტი. 1942-იდან კვლავ კლინიკაში დაბრუნდა, სადაც 1958-მდე იმუშავა. 1958–73 ხელმძღვანელობდა თბილ. კარდიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კლინიკურ განყ-ბას.
მ. იკვლევდა არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ნევრიტის ეტიოლოგიას და სხვა საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ალერგია, როგორც თეორიული და კლინიკური პრობლემა, თბ., 1939; შინაგან ორგანოთა ფუნქციის ნერვული რეგულაციის შესახებ ნორმასა და პათოლოგიაში, თბ., 1962; Алиментарная дистрофия, Тб., 1945.