მათიაშვილი გიორგი კარლოს ძე (დ. 18. XII. 1977, გარდაბანი), გენერალ-მაიორი (2020). დაამთავრა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს გაერთ. სამხ. აკადემია მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო სპეციალობით (1999). 1997–98 მიიღო უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხ. განათლება (I საფეხური) და გაიარა ქვეითთა სამეთაურო კურსი გერმანიაში; 2009–10 მიიღო ოფიცერთა უმაღლესი სამხ. განათლება (ინტერნაციონალური გენ. საადმირალო შტაბის კურსი; გერმანია); აგრეთვე გაიარა ქვეითთა სამთო ბრძოლის (2007, გერმანია), სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო-სადესანტო მომზადების (1999, აშშ), სნაიპერის (2000, გერმანია), ევროპული უსაფრთხოების (2010, გფრ-ის შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის აკადემია), ეროვნ. თავდაცვის უმაღლესი (2012, საქართველო) კურსები. 2001–03 იყო სწრაფი რეაგირების ძალების ბაზა „კოჯრის“ დაზვერვის სამსახურის უფროსი, 2006–07 – სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმვის განყ-ბის, 2007–10 – ამავე შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 2010–12 – J-3 ოპერაციების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და უფროსი (2012), 2016–18 – სახმელეთო ჯარების აღმ. სარდლობის სარდლის მოადგილე, 2018–19 – თავდაცვის ძალების დას. სარდლობის სარდალი, 2019 დეკ-იდან – საქართვ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენ. შტაბის უფროსი. 2020 წ. 1 ივლისიდან არის თავდაცვის ძალების მეთაური. მიღებული აქვს ნატოს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (2001), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2001) და ღირსების (2012) ორდენები, სამსახურებრივი საშტატო იარაღი (2015), მედლები: „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ (ორივე 2012), „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2015, 2016), „გენერალი კვინიტაძე“ (2019).
ლ. დოლიძე