მათიკაშვილი ირაკლი ლავრენტის ძე (16. XII. 1898, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 11. V. 1968, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1955), მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1928 დაამთავრა ნოვოჩერკასკის სავეტერინარო ინ-ტი. 1929–45 იყო საქართვ. ექსპერ. ვეტერინარიის სახელმწ. ინ-ტის პროტოზოოლოგიის ლაბორ. გამგე. პარალელურად 1934-იდან კითხულობდა ლექციებს საქართვ. ზოოვეტ. ინ-ტის პარაზიტოლოგიის კათედრაზე; 1959-იდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის გამგე. იკვლევდა სას.-სამ. ცხოველთა პიროპლაზმიდოზებს. ავტორია სახელმძღვანელოებისა: „სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროტოზოოლოგია, არაქნოლოგია-ენტომოლოგიით“ (1936), „ვეტერინარული პროტოზოოლოგია (არაქნოენტომოლოგიით)“ (1958).
კ. კაპანაძე