მათრახა

მათრახა

მათრახა (Isatis), მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ერთ- ან ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახია. აზიასა და ევროპაში გავრცელებულია 60-მდე სახეობა, საქართველოში – 7, მ. შ. ქართული მ. (I. iberica) ფართოდაა გავრცელებული თბილ. მიდამოებში; I. buschiana და I. bungeana სამხრ. საქართველოს მთის ქსეროფილური დაჯგუფებების კომპონენტებია. მ. იზრდება მშრალ კლდეებსა და ჩამონაზვავებზე, ველის დაჯგუფებებში. საღებავი მ-ს (I. tinctoria) ფოთლებისაგან მაუდის მუქ ლურჯ საღებავს (ინდიგო) იღებდნენ და დიდი რაოდენობით მოჰყავდათ დას. ევროპაში (ინდიგოს სინთეზური წარმოების შემდეგ მასზე მოთხოვნა შემცირდა).

ლ. ხინთიბიძე