ევლალე I (ე ვ ლ ა თ ი, ე ვ ლ ა ვ ი ო ს ი), ქართლის კათოლიკოსი VI ს. 30-იან წლებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ქრონიკისა და ჯუანშერის მიხედვით მისი კათოლიკოსობის ჟამს საქართველოში იოანე ზედაზნელის მეთაურობით მოვიდნენ ასურელი მამები, რ-თაც ე. დახმარებას უწევდა. ურთიერთობა ჰქონდა ზედაზნის მონასტერთან. მხითარ აირივანეცის „ქრონოგრაფიულ ისტორიაში" მოიხსენიება როგორც ელთა.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ლ. დავლიანიძეტატიშვილის გამოც., თბ., 1990.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.