ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, მემორიალური მუზეუმი და ა(ა)იპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. დაარსდა 1940, პოეტის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, მ-ის მშობლიურ სახლში, ბაღდათში.
მუზეუმში დაცულია 5,6 ათ-მდე ექსპონატი. გამოფენილია მ-ისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები: XIX–XX სს. საოჯახო მასალა, პირადი ნივთები, XIX–XX სს. ლიტ. კოლექციების გამოცემები, პოეტის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალა. 90-იან წლებში მუზეუმი გაძარცვეს, რის გამოც დაიკარგა მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატი (პატეფონი, ფოტოაპარატი და სხვ.).
მუზეუმის ბაზაზე არსებობს ბაღდათის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმი, რ-იც შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ ექსპონირებულია მუნიციპ-ის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რ-იც მოიცავს პერიოდს ადრე ქვის ხანიდან XIX ს. ბოლომდე, კერძოდ, წარმოდგენილია ნუმიზმატიკის, ბონისტიკის, ეთნოგრაფიისა და არქეოლ. კოლექციები.
მუზეუმის მთლიანი ფართობია 1050 მ 2, საიდანაც მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს 800 მ 2.
2018 პოეტის იუბილესთან დაკავშირებით მის სახლ-მუზეუმს ჩაუტარდა რესტავრაცია.
მუზეუმთან მუშაობს ლიტ. სალონი, სადაც გაერთიანებული არიან მუნიციპ-ის საზ-ბა და მ-ის შემოქმედებით დაინტერესებული პოეტები.