მაიკოვი აპოლონ ნიკოლოზის ძე [23. V(4. VI), 1821, მოსკოვი, – 8 (20). III. 1897, პეტერბურგი], რუსი პოეტი. პირველი ლექსი 1835 გამოაქვეყნა, პირველი კრებული – 1842. ავტორია პოემებისა: „ორი ბედი“ (1845), „მაშენკა“, „ქალიშვილს“ (1846). 70-იანი წლებიდან მეტწილად რელიგ.-ფილოს. ლექსებს წერდა. მ-ის შემოქმედებიდან საქართველოში პოპულარული იყო ლექსი „ქართველი ქალი“ (1842). ი. ჭავჭავაძემ „პასუხში“ (1861) დადებითად შეაფასა მისი ერთ–ერთი ლექსი. რ. ერისთავმა გადმოაკეთა მ–ის ლექსები „სათიბი“ და „ნანა“.
ვ. შადური