მაილი, ხეობის ტიპის მყინვარი კავკასიონის მთავარი ქედის გვერდით, ხოხის ქედის ჩრდ. კალთაზე; ციცაბოდ ეშვება მყინვარწვერის ფირნული ველიდან. იგი გაწოლილია მდ. გიზელდონის მარჯვ. შენაკადის – გენალდონის სათავეებში. მისი სიგრძეა 6,4 კმ. ფართ. – დაახლ. 7 კმ2. შუა დინებაში ქმნის მძლავრ ყინულვარდნილს.
რ. ხაზარაძე