მაისაური

მაისაური, სოფელი იმერეთის რეგიონის ვანის მუნიციპალიტეტში (ყუმურის თემი), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ყუმურის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 560 მ, ვანიდან 16 კმ, სამტრედიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 28 კმ. 87 მცხ. (2014).

სოფელში დგას ფეოდ. ხანის ციხესიმაგრე და წმ. გიორგის ეკლესია.