მაისტისმთა, მაისტის მაღალი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ჩეჩნეთის არ-ის საზღვარზე, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდ. გვერდით ქედზე, არღუნის სისტემის მდ-ების – ანდაქის, ბლუხაფელისა და მაისტიხის წყალგამყოფზე, ზ. დ. 4081 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. მწვერვალის უმეტესი ნაწილი კლდოვანია. აქვს ორი მყინვარი. კალთების ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია, თხემზე – სუბნივალური ლანდშაფტი. მთაზე პირველი ასვლა განხორციელდა 1939.
ლ. მარუაშვილი