მაისურაძე აბესალომ შალვას ძე (27. VII. 1927, თბილისი, – 4. VII. 1996, იქვე), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). სწავლობდა სპი-ში (1952–54). 1962-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ ოპერატორად. გადაიღო ფილმები: „პიერი, მილიციის თანამშრომელი“ (რეჟ. დ. რონდელი, 1965), „გიორგობისთვე“, „პასტორალი“, „იყო შაშვი მგალობელი“ (სამივეს რეჟ. ო. იოსელიანი, 1966, 1970, 1976), „მალე გაზაფხული მოვა“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1967), „მუსიკოსები“ (ა. ანტიპენკოსთან ერთად, რეჟ. მ. კობახიძე, 1969), „ნერგები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1972), „აკაციის ყვავილობა“, „სამი მანეთი“, „თერმომეტრი“ (სამივეს რეჟ. რ. შარაბიძე, 1974, 1975, 1975), „წინაპართა მიწა“ (რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. ჭოხონელიძე, 1979), „გამოაღეთ ფანჯრები“ (რეჟ. დ. აბაიძე, 1981), „გაზაფხული გადის“ (რეჟ. ნ. მანაგაძე, 1983), „სკაპენის ოინები“ (რეჟ-ები: გ. და მ. კალატოზიშვილები, 1984), „ერთ პატარა ქალაქში“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1985), „ფესვები“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1987), „ჭა“ (რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1988), „ომი ყველასთვის ომია“ (1990), „წითელი პატეფონი“ (1995, ორივეს რეჟ. დ. აბაშიძე), „ანთიმოზ ივერიელი“ (რეჟ-ები: გ. ჭოხონელიძე და ნ. ნოზაძე, 2001).
მ. კერესელიძე