მაისურაძე ანზორ ამბროსის ძე (9. V. 1937, თბილისი, – 20. IX. 2017, იქვე), გენერალ-მაიორი (1992). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1960), მოსკოვის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უმაღლესი სკოლა (1966). 1961-იდან მუშაობდა სსრკ უშიშროების ორგანოებში. 1971–76 სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, იორდანიაში. იქ მან შიჰანის უდაბნოში მიაკვლია ქართულ მონასტერს, რ-იც შემდგომ შეისწავლეს ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის თანამშრომლებმა. იყო საქ. სსრ სუკ-ის დაზვერვის განყ-ბის უფროსი (1984–90), სახელმწ. უშიშროების მინისტრის მოადგილე (1990–91), მინისტრი (1992), თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1992, მაისი), დაზვერვის დეპარტამენტის თავ-რის მთ. კონსულტანტი (1997–2004), შემდეგ – დეპარტამენტის თავ-რის თანაშემწე. მინიჭებული აქვს სსრკ და საქართვ. უშიშროების ორგანოთა დამს. მუშაკის წოდებები (1988).
დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის (1999).
ლ. დოლიძე