მაისურაძე ელიზბარ ლუკას ძე

მაისურაძე ელიზბარ ლუკას ძე (15. IX. 1920, სოფ. სასირეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 19.II. 1998, თბილისი), მწერალი. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. დაამთავრა თსუ–ის ფილოლ. ფაკ–ტი (1949). პირველი მოთხრობა „ორი მეგობარი“ 1948–49 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „მოთხრობები“ – 1951. ავტორია მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა: „გარდატნელი მაყრები“ (1955), „ქართლის საღამოები“ (1957), „სევასტოპოლის დღეები“ (1963), „ჭადრებად ქცეული ვაჟკაცები“ (1971), „ქარბორბალა“ (1975), „ქერჩი, 1943“ (1976), „მოთხრობები“ (2010) და სხვ. რომანებისა: „დაკარგული ოცნებები“ (1972), „ოთხი წელი ჭექა-ქუხილში“ (1977). მ–ის ნაწარმოებები თარგმნილია რუს., სომხ., ოსურ, ჩეხ. ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.