მაისურაძე ზაქარია პეტრეს ძე

მაისურაძე ზაქარია პეტრეს ძე [10 (23). III. 1912, თბილისი, – 26. I. 1971, იქვე], მხატვარ-კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1938), იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1939–59). 1944–71 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტში (1956-იდან – მცირე და გამოყენებით ხელოვნებათა განყ-ბის გამგე). ნამუშევრები: სერია „ირმები“ (1952–60; შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა, კერძო საკუთრება); კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე, მრგვალი პლასტიკა, 1952–55; შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, კერძო საკუთრება), დეკორატიული პანო „მოსავლის აღება“ (1953; შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი), კერამიკულ ფილებზე შესრულებული დეკორ. კომპოზიცია „ბერიკაობა“ (1957–59, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა) და სხვ. ავტორია ნაშრომებისა ძვ. ქართული კერამიკის შესახებ („ქართული მხატვრული კერამიკა. XI–XIII სს.“ 1953).