მაისურაძე ლუკა მამუკას ძე

მაისურაძე ლუკა მამუკას ძე (დ. 30. I. 1998, ხაშური), სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (2022) და ორგზის მესამე პრიზიორი (2019−20), ევროპის თამაშების მესამე პრიზიორი (2019); მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2019); საქართველოს ჩემპიონი (2018); დიდი მუზარადის ტურნირების სამგზის მეორე (2019, 2022–23) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (2019, 2021 – სამჯერ); ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი (2019); ახალგაზრდებში საქართვ. ჩემპიონი (2017) და ბრინჯაოს პრიზიორი (2016); ევროპის ჩემპიონი (2018) და მესამე პრიზიორი (2017), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2018); ევროპის თასის მფლობელი (2018); ჭაბუკებში ევროპის თასის მფლობელი (2015); მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ჭაბუკთა შორის (2016).