მაისურაძე ნოდარ სერგოს ძე

მაისურაძე ნოდარ სერგოს ძე (დ. 31. VII. 1934, თბილისი), მეტალურგი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998), საქართვ. დამს. ინჟინერი (1999). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) მეტალურგიული ფაკ-ტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით (1958). რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აგლოსაბრძმედე საამქროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ამიერკავკასიის ,,ცენტრბრძმედრემონტის“ სპეციალიზებული სამმართველოს უფროსი (1971–92), 1993-იდან – რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ტრესტ ,,მეტალურგის“ მმართველი, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენ. დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა წლებში მივლინებული იყო ინდოეთში, იუგოსლავიაში, ალჟირში ადგილ. მეტალურგიული საწამოებისათვის ტექ. დახმარების გასაწევად. 1996–97 შესრულებული სამუშაოსთვის ,,426 მმ–იანი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლოგიის შემუშავება და წარმოებაში დანერგვა“ გადაეცა საქართვ. სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.