მაისურაძე ნოდარ შალვას ძე

მაისურაძე ნოდარ შალვას ძე (9. VIII. 1924, ხაშური, – 31. XII. 1997, თბილისი), გენერალ-მაიორი (1972), სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1977), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1945-იდან მუშაობდა საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების ორგანოებში. იყო აფხაზეთის ასსრ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე (1969–71), საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1970–90).

დაჯილდოებულია ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994).

ლ. დოლიძე