მაკარაძე ლევან ამირანის ძე

ლ. მაკარაძე

მაკარაძე ლევან ამირანის ძე (დ. 6. X. 1952, სოფ. ოლადაური, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), ვეტერინარი ექიმი. ვეტ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001). 1975 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.–სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტის სავეტერინარო მედიცინის ფაკ-ტი. 1986–89 იყო ზოოვეტერინარული ინ-ტის პათოლ. ანატომიის განყ-ბის გამგე, 1990–2004 – პათოლ. ანატომიის, ფიზიოლ. და ფარმაკ. კათედრის გამგე, 2001–04 – მორფოლ. და ფიზიოლ. დეპარტამენტის უფროსი, 2006–17 – აგრ. უნ-ტის სავეტერინარო მედ. ფაკ-ტის დეკანი და ვეტ.-მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელი. 2008-იდან აირჩიეს სამხრ. კავკ. ქვეყნების საერთაშ. სავეტერინარო განათლების ასოციაციის პრეზიდენტად. 2019-იდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის სავეტერინარო მედ. ტექნოლოგიების, აგრ. და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანია, 2020-იდან – საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერი ვეტ. მიმართულებით. მუშაობს ცხოველთა პათოლოგიის, ონკოლოგიის, მორფოლოგიისა და ფარმაკოპროფილაქტიკის საკითხებზე, ეწევა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას, ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).    

თხზ.: ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების პათოლოგიური ანატომიის ატლასი, თბ., 2012 (თანაავტ. ზ. მაკარაძე); ზოონოზი კორონავირუსები, ახალციხე, 2020.