მაკარევიჩი ნიკოლოზ ალექსის ძე [6 (18). XII. 1895, თბილისი, − გარდაცვალების თარიღი უცნობია], გვირაბმშენებელი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1951; სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად). იყო ხრამჰესის მშენებლობის უბნის (1934–41; 1944–47) და თბილისში სპეც. ობიექტების მშენებლობის უფროსი (1941–44). 1944–76 ხელმძღვანელობდა არაერთ მშენებლობას საქართველოში.
მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.