მაკარევსკაია ევგენია ალექსანდრეს ასული

ე. მაკარევსკაია

მაკარევსკაია ევგენია ალექსანდრეს ასული (25. IX. 1901, ლებედიანი, ტამბოვის გუბერნია, რუსეთი, – 29. VIII. 1966, თბილისი), ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი. ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1961). საქართვ. მეცნ. დამს. მუშაკი (1962). დაამთავრა კ. ა. ტიმირიაზევის სახ. მოსკოვის სოფლის მეურნეობის აკადემია მებაღეობისა და მებოსტნეობის სპეციალობით (1924). შეისწავლა ყირიმის ყურძნის ჯიშების ბიოქიმიური შედგენილობა. გააგრძელა მუშაობა თბილ. ბოტანიკის ინ-ტში (1926–36), პარალელურად კითხულობდა ლექციებს მცენარეთა ფიზიოლოგიაში თბილ. სუბტროპიკულ ინ-ტში. მისი ძირითადი სამეცნ. ნაშრომები ეხება ვაზის რეგენერაციული პროცესების ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას, ვაზის ნერგში ცილების შედგენილობისა და ნახშირწყლების დინამიკას, ვაზის ფესვების პათოლოგიას მისი ფილოქსერით დაზიანებისას და სხვ. არის სამეცნ. ნაშრომების და მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი.

თხზ.: Физиология регенерационных процессов у виноградной лозы., Тб., 1966.