მაკარი

მაკარი, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. VI ს. 30-იანი წლების ბოლოს ფარსმანისა და ბაკურის მეფობის დროს. მეფე ფარსმანის თხოვნით მღვდელ–მონაზვნად აკურთხა შიო მღვიმელი.

წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.