მაკარი მღვდელი, მესხი, XIII ს. საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. სირიული ენიდან გადმოიღო V ს. თხზ. „პეტრე იბერიელის ცხოვრება“, რ-ის ავტორად ზოგი ზაქარია ქართველს, ზოგი კი იოანე რუფუსს მიიჩნევს. მ. მ-ის ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს სირია-პალესტინაში ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის ზოგიერთი საკითხის გასაშუქებლად. მაკარის ნაშრომის რედაქცია ეკუთვნის XV ს. I ნახ-ის მოღვაწეს პავლე დეკანოზს. ამავე საუკუნეში შეიქმნა პავლეს ნაშრომის სვინაქსარული რედაქცია. მკვლევართა აზრით, მ. მ-ის ნაშრომი თარგმნილზე უფრო გადმოკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ტექსტი: ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, ტ. 2, თბ., 1967; ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ლიტ.: გაწერელია ა., პეტრე იბერიელის ბიოგრაფიის საკითხები, „მნათობი“, 1970, №3; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ლოლაშვილი ი., არეოპაგიტიკის საკითხები, თბ., 1972.