მაკარიოსი იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი (გ. 12. I. 1672), ანტიოქიის პატრიარქი 1647-იდან. ფინანსური დახმარების მიზნით ორჯერ იმოგზაურა რუსეთში (1654–56; 1664–66). 1669 საქართველოშიც იყო. დას. საქართველოში ის აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში; გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მ-ის მიერ არაბ. ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დას. საქართველოს შესახებ.
ლიტ.: ასათიანი ნ., მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973.
გ. ჯაფარიძე