მაკარიძე ალექსანდრე მათეს ძე (14. IX. 1910, სოფ. თერჯოლა, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 9. VI. 1990, თბილისი), ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). 1936 დაამთავრა თსსი. 1943-იდან მუშაობდა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1968–79 იყო კლინიკური განყ-ბის ხელმძღვანელი, 1979-იდან – კონსულტანტი.
მ. იკვლევდა ფსიქოზისა და შიზოფრენიის ეტიოლოგიის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს.