მაკრატელას ქედი, ქედი აღმ. საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდ-ების – პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფი. მ. ქ. გამოეყოფა აწუნთის ქედს აღმ-ით. მასზე მდებარეობს მწვერვალები: წიო (3380 მ), ცივა (3362 მ), მაკრატელა (3106 მ), სამრული (3482 მ). ქედი აგებულია იურული ფიქლებით. მეოთხეულ პერიოდში ქედზე იყო ხეობის მყინვარები. მ. ქ-ს აქვს სამხრ.-აღმ. მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. ქედის ეს ნაწილი ფოთლოვანი ტყით არის შემოსილი, დანარჩენი ალპ. და სუბალპ. ლანდშაფტებს უჭირავს.