TOTOSLOT4D adalah situs slot online resmi yang terbaik no 1 tentunya pada tingkat rate kemenangan 98% cuma secara bermain disitus slot gacor hari ini

TOTOSLOT4D adalah situs slot gacor terpercaya yang menawarkan game slot gacor terbaik hari ini gampang menang sehingga mendatangkan maxwin.

Alasan gampang menang yaitu karena situs XLSLOT88 memberikan info permainan slot gacor hari ini di situs slot88

agen situs XLSLOT88 sudah dipercaya oleh ribuan pemain situs judi online slot gampang menang memberikan hadiah kemenangan besar

XLSLOT88 adalah situs judi slot online gacor terbaik nomor 1 di Indonesia yang mempunyai game slot gacor dan judi online gampang menang paling dipercaya no 1 di Indonesia dengan winrate tinggi

Sebagai situs slot online gacor terpercaya menang jackpot sensasional tentu saja XLSLOT88 memiliki lisensi resmi dari lembaga perjudian nasional yang merupakan hal yang sangat diutamakan untuk keamanan dan kenyamanan para pemainnya

XLSLOT88 sebagai situs slot online gacor gampang menang hari ini tentunya menyediakan ratusan pilihan game yang dapat dimainkan secara bebas dan memiliki kemungkinan menang jackpot besar di setiap game slot online gacor nya

XLSLOT88 sebagai situs slot gacor terbaru dan terpercaya gampang menang memberikan beberapa keuntungan yang bisa diperoleh setelah bergabung di situs XlSlot88

Situs judi online slot gacor 2025 hari ini seringkali memberikan penawaran bonus dan promosi yang sangat menggiurkan

Situs TOTOSLOT99 sebagai Situs Slot gacor Terpercaya yang layani Daftar Slot Online Gacor berdiri semenjak tahun 2020 yang punya beberapa ribu anggota setia aktif setiap harinya

Daftar Slot gacor paling aman disini dan dapatkan keuntungan berlimpah disini dengan melakukan pendaftaran di situs slot gacor TOTOSLOT99

TOTOSLOT99 adalah platform judi slot online resmi yang menawarkan pengalaman bermain seru, aman, dan menguntungkan dengan peluang jackpot maksimal

Selamat datang di situs TOTOSLOT99 slot gacor maxwin gampang menang jackpot maxwin terbesar hari ini yang menyediakan berbagai fasilitas lengkap untuk memenuhi keinginan para member

Situs Judi Slot Online Gacor TOTOSLOT99 Sering Kasih Menang Maxwin yang selalu memberikan hadiah bonus jackpot slot online terbaik terbesar

TOTOSLOT99 menyediakan berbagai permainan bocoran slot gacor malam ini yang mudah untuk menang seperti bola online sbobet88, live casino online

Banyak varian game judi online terbaik, terbaru dan terlengkap yang TOTOSLOT99 sedikan selaku agen slot terpercaya 2024

TOTOSLOT99 adalah Situs slot yang mudah menang yang sudah menjadi bandar situs khusus judi slot online di Asia dengan permainan Daftar Situs Judi Slot Gacor Gampang Menang Hari Ini

Banyak pilihan provider situs slot online gacor jackpot terbesar yang bisa anda mainkan bersama teman dan keluarga untuk mendapatkan bonus jackpot di situs TOTOSLOT99

PAYSLOT88 selaku situs judi slot gampang menang jackpot terbesar menyediakan daftar situs judi slot gacor terpercaya hari ini bagi semua bettor judi slot online

bermacam-macam game popular seperti: sbobet slot online, poker idn, 9Gaming Poker telah disediakan TOTOSLOT99 untuk memenuhi kepuasan para member.

Anda dapat memilih permainan sesuai skill dan kesukaan anda, sehingga dapat membuat anda mendapatkan banyak hadiah dan bonus TOTOSLOT99

TOTOSLOT99 terbaru slot gacor 4D dan togel 4D resmi dengan sistem gampang menang. Dapatkan peluang besar dengan modal kecil

TOTOSLOT4D sebagai Link Slot Gacor 2025 merupakan situs permainan judi online 24jam terpercaya yang menyediakan banyak jenis permainan judi seperti, taruhan bola, casino, poker online, tembak ikan, sabung ayam

XLSLOT88 Merupakan Situs Wahana Bermain Slot Zeus Gacor Mudah Jp x1000 Perkalian Merah

XLSLOT88 adalah Link Slot88 Gacor dan Situs Slot Gacor Server Thailand Terbaik tahun 2025

TOTOSLOT4D dikenal sebagai situs zeus slot yang paling gacor karena memiliki permainan slot gacor anti rungkad terbaru

XLSLOT88 adalah link slot online resmi terpercaya yang menawarkan berbagai pilihan permainan slot gacor mudah menang serta menghadirkan pengalaman bermain terbaik

XLSLOT88 adalah situs terpercaya slot gacor 2025 anti rungkad mudah menang maxwin menyediakan ratusan game terbaru slot gacor dengan rtp maxwin 98% dijamin cuan jutaan auto jadi sultan.

XLSLOT88 menghadirkan link daftar situs slot thailand dan slot gacor 777 gampang menang tahun 2025, nikmatin ratusan game-game terbaik yang seru dimainkan gampang menang jackpot jutaan rupiah.

TOTOSLOT4D merupakan Daftar situs slot online yang menjadi tempat bermain para pecinta judi slot gacor di Indonesia

Slot Gacor hadir dengan berbagai macam permainan slot maxwin terbaru 2025 dan bekerja sama dengan situs TOTOSLOT4D

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

berbagai macam permainan judi online tersedia di situs XLSLOT88 dengan deposit rendah bisa maxwin besar.

TOTOSLOT99 Merupakan Situs Slot Toto99 terpercaya dapat memberikan kemenangan disetiap harinya hanya dengan modal kecil

PAYSLOT88 adalah situs slot online terpercaya di indonesia, ditahun 2025 sudah terbukti dapat memberikan kemenangan besar disetiap permainannya

PAYSLOT88 merupakan situs slot gacor terbaru ditahun 2025 menghadirkan mengalaman bermainan yang sangat bagus di indonesia

TOTOSLOT99 adalah situs slot gacor resmi gampang menang dengan koleksi permainan dari provider ternama dan dukungan teknologi terbaru

XLSLOT88 adalah media resmi situs slot gacor hari ini gampang menang maxwin jackpot x1000, daftarkan akun pro provider slot gacor hanya di XLSLOT88 mainkan ratusan game terupdate yang seru dimainkan dengan grafik terbaik di indonesia.

XLSLOT88 merupakan platform terbaru situs resmi slot online gacor no.1 di indonesia, menghadirkan ratusan game slot online gacor yang seru untuk dimainkan dan pasti gampang menang maxwin sampai ratusan juta rupiah

Temukan permainan slot online gacor 2025 hanya di situs TOTOSLOT4D dengan minmal depsoit 20ribu saja bisa maxwin setiap hari

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

TOTOSLOT4D titik kumpul pertemuan situs slot scan qris dan slot gacor online 4d yang mempunya sistem serba gacor terbaru

TOTOSLOT4D adalah link bermain situs slot scan qris colaborasi dengan slot gacor 4D yang sudah di pastikan akan gampang maxwin di permainan slot onlinenya

TOTOSLOT4D kini hadir dengan slot online yang melakukan deposit scan qris bantuan sistem canggih bernama AI Qris yang membuat semakin legit memproses deposit anda tanpa ditunda tunda

TOTOSLOT4D sangat di kenal dengan paltform situs slot scan qris yang bekerjasama toto slot 4d untuk mempermudah bertransaksi maupun deposit dan penarikan

მაკროეკონომიკა

მაკროეკონომიკა

მაკროეკონომიკა (<ბერძნ. makros – დიდი, οikos – სახლი და nomos – კანონი), ეკონომიკური მეცნიერების ნაწილი, რომელიც ეკონომიკას სწავლობს როგორც ერთიან სისტემას. ტერმინი პირველად გამოიყენა რ. ფრიშმა 1934. თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის ფუძემდებლად ითვლება ინგლ. ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი, რ-მაც 1936 გამოაქვეყნა ნაშრომი „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“.

მ-ის კვლევის სფეროს განეკუთვნება ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ციკლები და მასზე მოქმედი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფასი, უმუშევრობა, ფულის რაოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, ინვესტიცია, დანაზოგი, გამოშვება და სხვ.; მ. შეისწავლის სავაჭრო ბალანსს, საერთაშ. ვაჭრობის, სავალუტო ურთიერთობებისა და კაპიტალის ნაკადების ცვლილების მიზეზებს და ეკონ. მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას. მთავრობა და კორპორაციები იყენებენ მაკროეკონომიკურ მოდელებს ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შესაქმნელად.

XVIII ს-ში შოტლანდიელმა მეცნიერმა დ. იუმმა გააანალიზა დამოკიდებულება ფულის მასას, სავაჭრო ბალანსსა და ფასების დონეს შორის. XVIII–XIX სს. უკვე ჩამოყალიბდა ფულის რაოდენობრივი თეორია, რ-ის თანახმად, ფულის მიწოდება განსაზღვრავს პროდუქციის ფასს.

მ-ის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სამი მოვლენა: პირველი, რ-იც განაპირობა I მსოფლიო ომის (1914–18) დროს საბრძოლო მოქმედებებისა და მასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვის აუცილებლობამ, იყო აშშ-ის კერძო კვლევითი ორგანიზაციის – ეკონომიკური კვლევების ეროვნ. ბიუროს (NBER) მიერ XX ს. 20-იანი წლებიდან აგრეგირებული ეკონომიკური მაჩვენებლების შეგროვება და ანალიზი (ხელმძღვ. ს. კუზნეცი). 30-იანი წლებიდან დაიწყო ეროვნ. ანგარიშების შემუშავება, შემდგომ კი – სისტემატიზაცია (ხელმძღვ. რ. სტოუნი). დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაკროეკონომიკურ ანალიზს სწორედ ეს სისტემა უდევს საფუძვლად.

მეორე იყო იმის დასაბუთება, რომ საქმიანი ციკლი, ისე როგორც საერთო ეკონომიკური აქტივობის აღმავლობა და ვარდნა, განმეორებადი ეკონომიკური მოვლენაა. ამ დასკვნის დასაბუთებაზე მუშაობდა როგორც NBER-ი, ისე კ. მიტჩელი. საქმიან ციკლთა მიზეზების კვლევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მ. ტუგან-ბარანოვსკიმ, ა. შპიტგოფმა, ი. შუმპეტერმა, ტ. ვებლენმა, ჯ. კლარკმა, ჯ. მ. კეინსმა, ნ. კონდრატიევმა, კ. ჟუგლარმა, ჯ. კიტჩინმა, ჯ. ჰიკსმა, პ. სამუელსონმა და სხვ.

მესამე იყო „დიდი დეპრესია“ (1929–33), მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამ პერიოდში მთელი მსოფლიო წარმოების მნიშვნელოვან ვარდნასა და ტოტალურ უმუშევრობას განიცდიდა. სწორედ ამის გამო დადგა პირველად ეჭვქვეშ კლასიკოს ეკონომისტთა შეხედულება, რომ საბაზრო ეკონომიკა თვითრეგულირებადი სისტემაა.

ჯ. მ. კეინსის ნაშრომებში, რ-ებიც საერთაშ. სავალუტო ფონდისა და II მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშ. საფინანსო სისტემის ჩამოყალიბებას ეხებოდა, განმარტებულია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეწარმის მთელი შემოსავალი არ იხარჯება პროდუქციის წარმოებაზე, მათი ნაწილი იზოგება, რაც წარმოების მასშტაბების შემცირებას, უმუშევრობის ზრდას, ფასების ვარდნას, ინვესტიციებზე მოთხოვნისა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას იწვევს. კეინსის ღვაწლზე ისიც მეტყველებს, რომ ეკონომისტები დღემდე პრაქტიკულად თავს ან კეინსიანელებად, ან არაკეინსიანელებად თვლიან.

II მსოფლიო ომის შემდგომი 25 წლის განმავლობაში გაბატონებული იყო კეინსის პოლიტ. რეკომენდაციები. განმტკიცდა მოსაზრება, რომ მონეტარული და ფისკალური ბერკეტების მეშვეობით სახელმწიფოს შეუძლია თავიდან აიცილოს ეკონომიკის ვარდნა.

XX ს. 70-იანი წლებიდან ეკონომიკაში ახ. პრობლემა გაჩნდა. მრავალ ქვეყანაში განვითარდა სტაგფლაცია (სტაგნაციის და ინფლაციის ერთობლივი არსებობა). კეინსის მიმდევრებისათვის რთული აღმოჩნდა ისეთი მაკროეკონომიკური ბერკეტების გამოძებნა, რ-იც ეკონომიკის სტაბილურად განვითარებას უზრუნველყოფდა.

კეინსისგან განსხვავავებით მ. ფრიდმენი და ა. შვარცი დეპრესიის უმთავრეს მიზეზად ამერ. ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ფულის მიწოდების მკვეთრ შემცირებას ასახელებდნენ.

ევრ. ქვეყნების უმეტესობა უმძიმეს ფინანს. მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც აღრმავებდა ის გარემოება, რომ „ოქროს სტანდარტის“ პირობებში, როდესაც საერთაშ. საგადასახდელო საშუალება იყო ოქროს მონეტები და ფიქსირებულ ფასად ოქროზე გადაცვლადი ფულადი ნიშნები, პრაქტიკულად გამორიცხული იყო ქვეყნების დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. იგი გაუქმდა 1971 და მას ჩაენაცვლა ქაღალდის ფულის თავისუფალი გაცვლა. როგორც შემდგომში ჯ. საქსმა და ბ. ეიჰენგრინმა დაადგინეს, ქვეყნებმა, რ-ებმაც პირველებმა თქვეს უარი ოქროს სტანდარტზე, სხვებზე ადრე დააღწიეს თავი დეპრესიის მარწუხებს.

საქართველოში მაკროეკონომიკური საკითხების შესწავლა დაიწყო XX ს. 80-იანი წლების ბოლოდან. მანამდე ქვეყნის მართვა, რ-იც საბჭ. ცენტრალიზებულ დაგეგმვაზე იყო დაფუძნებული, უარყოფდა საბჭ. ეკონომიკის ციკლურ განვითარებას და ხდებოდა განუხრელი ეკონომიკური ზრდის იდეოლოგიის პროპაგანდა. 1989 თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტთა, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრისა და საქართვ. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივით სსრკ-ში პირველად კათედრის ბაზაზე დაიწყო მაკროეკონომისტთა მომზადება.

1992-იდან სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრა გადაკეთდა მ-ის კათედრად, მოგვიანებით, მას შეუერთდა მრეწვ., სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრები. 2006-იდან ის აერთიანებს მ-ისა და შრომის ეკონომიკის მიმართულებებს. კათედრას 2004–05 წლებში ხელმძღვანელობდა ვ. პაპავა, 2006–19 – ნ. ხადური, 2019 სექტემბრიდან დღემდე კათედრას უძღვება – მ. ტუხაშვილი.

იმის გათვალისწინებით, რომ მ. შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, იგი დინამიკურად ვითარდება. ამავე დროს, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები (აღმავლობა, რეცესია, კრიზისი) გავლენას ახდენს მაკროეკონომიკური თეორიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, მეცნიერება ყოველთვის არ არის მზად უპასუხოს კითხვას და წინასწარ განსაზღვროს ეკონომიკური პროცესები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს გამოცდილებას, ძირითადი ტენდენციების განსაზღვრა უკვე შესაძლებელია.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მ-ის განვითარება ეკონომიკის აღმავლობის დაცემისა და კრიზისების გზით წარიმართა. 90-იან წლებში საქართველომ ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა განიცადა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების, მოშლილი მრეწველობის, ტრად. ბაზრებთან კომუნიკაციების შეწყვეტისა და ინსტიტუციური და პოლიტ. მოუწყობლობის გამო.

1994–98 მთავრობამ საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად გაატარა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციული ეკონ. და ინსტიტუციური რეფორმები. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ცნობილი კონცეფციის შესაბამისად განხორციელდა სახელმწ. საკუთრების პრივატიზება, ფასებისა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ჩამოყალიბდა კომერციული ბანკები და შეიქმნა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ეკონომიკის მონეტარული და ფისკალური რეგულირების კანონმდებლობა, რ-ებმაც უზრუნველყვეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სწრაფი გაზრდა.

2004–06 წლებში გატარებულმა ფართომასშტაბიანმა პრივატიზაციამ, საბაჟო და საგადასახადო ლიბერალიზაციამ, ფისკალური დისციპლინის დამყარებამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებამ და სახელმწ. რეგულაციების გამარტივებამ გაზარდა უცხ. ინვესტიციები საქართველოში, სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლები და დააჩქარა ეკონომიკის განვითარება, რაც შეაფერხა, 2008 აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომმა და 2008–09 წლების საერთაშ. ფინანსურმა კრიზისმა. შემდგომში ეკონომიკა გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან, მაგრამ კერძო საკუთრების უფლებების ტოტალურად დარღვევამ, მმართველ ელიტაში კორუფციის საგანგაშო ზრდამ და სახელმწიფოს გადაჭარბებულმა კონტროლმა მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა.

2014–16 მსოფლიოში დოლარის გამყარებით გამოწვეულმა საერთაშ. სავალუტო შოკმა და ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა საქართველოში ზომიერი ეკონომიკური ზრდა (3,4%), 2016-იდან ფისკალურმა რეფორმებმა, საშემოსავლო გადასახადის ლიბერალიზაციამ, გადასახადის გადამხდელთა დაცვის ინსტიტუციურმა რეფორმებმა და სხვადასხვა საგადასახადო შეღავათმა დააჩქარა ეკონომიკის განვითარება, რ-ის შემდგომი შეფერხება განაპირობა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა ქვეყნების იზოლაციამ და სამეწარმეო აქტივობების შეჩერებამ. რეალურმა ზრდამ ნეგატიური ხასიათი მიიღო, საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკა შემცირდა -6,8%-მდე (2020). გაიზარდა უმუშევრობა, ხოლო საქართვ. ეროვნ. ბანკის მონაცემების თანახმად, საერთო საგარეო ვალმა მიაღწია მშპ-ის 130,2%-ს, ფისკალურმა დეფიციტმა კი შეადგინა მშპ-ის 9,6% (2020). მართალია შემდგომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა – 10,5%-ით (2021); ზრდის ეს ტემპი შენარჩუნდა 2022 წელსაც; მთლიანი საგარეო ვალი 20%-ზე მეტად შემცირდა, ხოლო ფისკალურმა დეფიციტმა მშპ-ის 6%-ზე ნაკლები შეადგინა, მაგრამ 2021–22 წლების მაღალი ინფლაცია საქართველოში (9,6–11,9%), ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, იქცა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად.

საქართვ. საგადასახდელო ბალანსი ქრონიკულად დეფიციტურია, თუმცა ექსპორტის უპირატეს ზრდასთან ერთად დეფიციტი მცირდება. 2021 წლის ბოლოს და განსაკუთრებით 2022, ექსპორტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (31,8%), შესაბამისად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12,4%-იდან (2020) 9,8%-მდე (2021). ეს ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც. საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვანი წყაროა უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხ. ინვესტიციები და საგარეო ვალი. პერიოდულად საგადასახდელო ბალანსის აღდგენა ხდება ეროვნ. ვალუტის კურსის ცვლილებებით.

თავისუფალი სავალუტო კურსის ხელშეწყობა, მიზნობრივ ინფლაციაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა და ლიბერალური ფისკალური პოლიტიკა საქართვ. მაკროეკონომიკური მართვის ძირითადი მიმართულებებია. საქართვ. ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას, ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, შეადგენდა ფინანს. სექტორის, ტურიზმის, მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება.

ლიტ.: Blanchard O., Macroeconomics, Prentice Hall, 2011;  Blaug M.,  Great Economists before Keynes, Brighton: Wheatsheaf, 1986; Levi M., The Macroeconomic Environment of Business, New Jersey, 2014;  Snowdon B., Vane H. R., Modern Macroeconomics: Its Origins, Development and Current State, Northampton, Massachusetts, 2005.

მ. ჩიქობავა